logo_geo
eng_logo
რატომ არ შეიძლება Viber-ის, Skype-ის, WhatsApp-ის და Facebook-ის ნდობა – როგორ უნდა დავიცვათ თავი ინფორმაციის გადინებისგან?
- +

16 მარტი. 2016. 12:53

 

 

როგორ უნდა დავიცვათ თავი ჩვენთვის არასასურველი ინფორმაციის გადინებისგან? ამ საკითხს გაზეთი „პრაიმტაიმი" ვრცელ სტატიას უძღვნის. აღმოჩნდა, რომ სოციალური მედიის ინსტრუმენტები „Viber", „Skype", „WhatsApp" და „Facebook" არც ისე სანდრო საშუალებებია და სრულებით შესაძლებელია, რომ ინფორმაცია, რომელსაც ამ მექანიზმებით გადავცემთ, ჩვენი ნებართვის გარეშეც ხელმისაწვდომი გახდეს.

 

„ახალმა ტექნოლოგიებმა აბსოლუტურად გააადვილა ამ მიმართულებით მუშაობა. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახლეობა თავად განათავსებს საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელებში. იმაზე მეტსაც კი, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ. არსებობს საოციალური ქსელების ანალიზი და სხვადასხვა მეთოდები, რითაც ამ ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალებიდან ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი.

 

„Skype" 2003 წელს შეიქმნა ესტონეთში და მისი პროგრამული უზრუნველყოფის ავტორები ასევე ესტონელები არიან. 2005 წელს ის 8 მილიარდ დოლარად იყიდა „მაიკროსოფტმა", რითაც საკუთარი უპირატესობა კიდევ ერთხელ დაადასტურა ბაზარზე. ამ დროისთვის „სკაიპის" სამი ძირითადი ოფისი არსებობს ლუქსემბურგში, ლონდონსა და ტალინში. ის მილიარდზე მეტ მომხმარებელს ითვლის. სკაიპის უსაფრთხოების შესახებ მითი პირველად ეგვიპტის სპეცსამსახურებმა დაანგრიეს, როდესაც ცნობილი გახდა, რომ ეგვიპტის კონტრდაზვერვის სამსახურის ელექტრონული შეღწევის დეპარტამენტში „სკაიპით" დაჭერილი რამდენიმე ასეული ზარის ჩანაწერი აღმოჩნდა.

 

ამას გარდა, ცნობილია, რომ „სკაიპის" მოსმენაზე ოფიციალური უფლება რუსეთის ფედერაციის სპეცსამსახურებმა მოიპოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი „მაიკროსოფტს" ბაზრის დახურვით ემუქრებოდნენ, რაც ამ მეგაკომპანიისთვის დიდი დარტყმა იქნებოდა. „მაიკროსოფტი" ამ ინფორმაციას უარყოფდა. სწორედ მაშინ პრესამ გამოხატა უკმაყოფილება, რომ „მაიკროსოფტმა" „სკაიპის" შეძენის შემდეგ, ის საკუთარ სერვერზე გადაიტანა, რაც თავის მხრივ, უზრუნველყოფდა „სკაიპის" მოსმენას და კითხვას „მაიკროსოფტის" შეხედულებისამებრ.

 

„WhatsApp" შეიქმნა 2009 წელს. მისი ერთ-ერთი თანაავტორი უკრაინელია, რომელიც თითქმის 20 წელი მუშაობდა „იაჰუში". დაახლოებით სამი წლის წინ კი ცნობილი გახდა, რომ „ვოთსაფის" შესყიდვებზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა კომპანია „გუგლი". გარიგება დაახლოებით 1 მილიონ დოლარამდე ფასდებოდა, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს გარიგება არ შედგა და „ვოთსაფი" დღესაც დამოუკიდებელ მოთამაშედ რჩება ბაზარზე.

 

„Viber" 2009 წელს შეიქმნა, თუმცა მისი საბოლოო დახვეწა 2010 წელს მოხდა და პროგრამა „Iphone"-ზე ჩაიტვირთა. მოგვიანებით, 2012 წელს „ვაიბერის" ახალი ვარიანტი ჩაიტვირთა ანდროიდზეც. „ვაიბერი" უკვე 200 მილიონ მომხმარებელზე მეტს ითვლის და ის ებრაელი ბიზნესმენების დაფინანსებით ბელარუსმა პროგრამისტებმა შეკრეს. ეს პროგრამა „სკაიპის" კონკურენტად აღიქმება და სპეციალისტები მათ გათანაბრებასაც არ გამორიცხავენ. ეს უკანასკნელი შედარებით უსაფრთხო იმიჯით სარგებლობდა და ბევრი განვითარებული ქვეყნის ხელისუფალი ინფორმაციის გაცვლის სწორედ ამ საშუალებას მიმართავდა, მაგრამ მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსმა კიბერსპეციალისტებმა მისი მოსმენა შეძლეს და მითი მისი უსაფრთხოების შესახებ დაინგრა.

 

ფაქტია, რომ სამივე პროგრამის ფესვები პოსტსაბჭოთა სივრცეში მიდის, თანხები კი სპეცსამსახურების გავლენის მიხედვით ნაწილდება - ამერიკის შეერთებული შტატები და ისრაელი. ექსპერტები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ კონკრეტული პროგრამების ქსელები შექმნილია კონკრეტული ადამიანების მიერ, რომლებიც წლების განმავლობაში მუშაობდნენ სხვადასხვა სპეცსამსახურებში. მაგალითად, ავიღოთ „კასპერსკის ანტივირუსი". ექსპერტების მოსაზრებით, ის პირდაპირ „ეფ-ეს-ბეს" პროექტია და რუსეთი ამით ძალიან კარგადაც სარგებლობს.

 

ინფორმაციის გაცვლის ლიდერად ისევ რჩება „Facebook". მასაც მილიარდზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ცუკერბერგის მცდელობის მიუხედავად, მომხმარებლის გვერდის გატეხვა, ინფორმაციის დატაცება და პაროლის შეცვლა საშუალო დონის IT სპეციალისტისვისაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. იგივე შეიძლება ითქვას რუსულ „ოდნოკლასნიკებზეც".

 

რაც შეეხება ელექტრონულ ფოსტას, მისი დაცვის სისტემა ყოველდღიურად ცდილობს გაძლიერებას, მაგრამ IT სპეციალისტები მის გატეხვასაც ახერხებენ. ამიტომაც მომხმარებელს ურჩევენ ფასიან სერვერებს, მართალია, არც ეს გამორიცხავს მათ გატეხვას, თუმცა მნიშვნელოვნად ართულებს ამ საქმეს.

 

ბოლო დროს სხვადასხვა პროგრამებიც გამოჩნდა, თუმცა, თუ პირმა მოახრხა თქვენი IP მისამართის მოპოვება, ნებისმიერ შემთხვევაში დაცულობაზე ზედმეტია საუბარი", - წერს გამოცემა.








 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner