გთავაზობთ ჟურნალისტ მერაბ ხაჩიძის facebook-სტატუსს არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით:
„ემოციის გამო, არითმეტიკაშიც აურია ხალხმა! - "მრცხვენია, რომ მასახლეობის 25% მკვლელებს თანაუგრძნობსო"! - დაახლოებით ასეთი ტექსტებით გაივსო სოც-ქსელი!
მოსახლეობა რა შუაშია, კაცო!
მოსახლეობის მთლიან რაოდენობას გამოაკელით ამომრჩეველთა მთლიანი რაოდენობა!
მერე ამას გამოაკელით ის 50-55% - ვინც არჩევნებზე არ მივიდა!
ამის მერე დარჩენილს, ანუ არჩევნებში მონაწილეთა რიცხვს გამოაკელით 75% და რაც დარჩა, ე, ის არის ერის სამარცხვინო ნაწილი!
კაცმა რომ თქვას, არც ეს დარჩენილი რაოდენობა იწვევს ნამეტნავად სასიამოვნო განცდებს, მარა მთელი მოსახლეობის 25 პროცენტთან შედარებით - რავა გეკადრებათ!", - წერს ჟურნალისტი.