logo_geo
eng_logo
თამუნა ლეფსვერიძე: ვწუხვარ, რომ ამ პარლამენტში ვერ ვიხილავ ვიქტორ დოლიძეს
- +

9 ოქტომბერი. 2016. 20:37



ვწუხვარ იმის გამოც, რომ ამ პარლამენტში ვერ ვიხილავ ვიქტორ დოლიძეს, შალვა შავგულიძეს და ირაკლი ჩიქოვანს...", - ამის შესახებ ჟურნალისტი თამუნა ლეფსვერიძე სოციალურ ქსელში წერს.


არასდროს მომიყოლია ასე საჯაროდ, მეგობრებთან კი სულ ვყვები ამ ამბავს და ახლა აქაც მოვყვები...

 

რიგის სამიტზე, როდესაც ჩვენი ვიზალიბერალიზაციის საკითხის ბედი წყდებოდა, როდესაც ჩვენი ქვეყანა უნდა წარმოგვედგინა, როგორც ღირსი ამ სიკეთისა, პროცესები განვითარდა ასე...

 

ჩასულები იყვნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები თავიანთ ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან ერთად და მიხეილ სააკაშვილისა და "ნაცმოძრაობის" მხარდამჭერი მედია...

 

ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ ჩვენ ვიმსახურებდით ვიზალიბერალიზაციას, არასამთავრობო ორგანიზაციები, მათ შორის ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილებიც ამბობდნენ, რომ იყო გარკვეული პრობლემები ქვეყანაში, მაგრამ საქართველო მაინც იმსახურებდა ვიზალიბერალიზაციას, ნაცმოძრაობა და სააკაშვილი რა ფერებშიც ხატავდა საქართველოს, ამაზე აქ აღარ გავჩერდები, იმიტომ, რომ ეს სტატუსი ვიქტორ დოლიძეზეა....

 

და იყო ვიქტორ დოლიძე, რომელიც მაშინ უკვე ოპოზიციაში იყო... მთელი დღეები სხვადასხვა ფორუმზე დასწრება მიხდებოდა და მთელი დღეები ვხედავდი და მესმოდა, როგორ უმტკიცებდა ვიქტორ დოლიძე ყველა იქ ჩამოსულ სტუმარსა და საქართველოს პარტნიორს, რომ ისინი არასდროს ინანებდნენ, თუკი საქართველოს ვიზალიბერალიზაცის დაუჭერდნენ მხარს...

 

მოკლედ, რის თქმა მინდა: სანამ ქვეყნის ხელისუფლება არ მივა იმ აზრამდე, რომ თითოეულ ადამიანს, ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს, მაგრად უნდა ჩაკიდონ ხელი და გვერდიდან არ მოიცილონ, რომ ვიწრო პარტიული ინტერესები ქვეყნის გულშემატკივარ ადამიანებს არ უნდა შესწირონ, მანამ არაფერი გვეშველება...", - წერს ჟურნალისტი.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner