logo_geo
eng_logo
ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის წევრების აქციას შეუერთდნენ
- +

16 მარტი. 2016. 13:08



საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის წევრების მხარდასაჭერად აქციას შეუერთდნენ.


ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი თსუ-ში მივიდნენ, რათა მხარი დაუჭირონ  თვითმმართველობის წევრებს, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან რექტორის გადადგომის მოთხოვნას. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის თსუ-ს სტუდენტების გადასაწყვეტი საქმე.


ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თსუ-ს ეზოში დახვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები.


უნივერსიტეტთან მობილიზებული არიან პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის შენობაში არ გადაინაცვლონ.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner