საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობის წევრების მხარდასაჭერად აქციას შეუერთდნენ.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტები აცხადებენ, რომ ისინი თსუ-ში მივიდნენ, რათა მხარი დაუჭირონ თვითმმართველობის წევრებს, თუმცა აცხადებენ, რომ ისინი ემიჯნებიან რექტორის გადადგომის მოთხოვნას. სტუდენტებს მიაჩნიათ, რომ ეს არის თსუ-ს სტუდენტების გადასაწყვეტი საქმე.
ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებს თსუ-ს ეზოში დახვდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები.
უნივერსიტეტთან მობილიზებული არიან პოლიციის წარმომადგენლები, რომელთაც ცოცხალი ჯაჭვი აქვთ გაკეთებული, რათა ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებმა და აქციის მონაწილეებმა უნივერსიტეტის შენობაში არ გადაინაცვლონ.