„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიციის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლალი მოროშკინა facebook-ზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
„პირველად ცხოვრებაში ბრძოლის სურვილი აღარ მაქვს, პირველად ცხოვრებაში ვიგრძენი რა არის "გაყიდული თამაში"!
მე არასოდეს აღარ ვიბრძოლებ იმ ქვეყნისთვის, სადაც ჯალათს მეტ პატივს სცემენ ვიდრე პატრიოტს!
დიდი მადლობა იმ ადამიანების ჯარს, ვინც გვერდზე დამიდგა და მიწამა...
მე ვუბრუნდები ბიზნესს, მე არ ვაპირებ არანაირ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას, რადგან ვთვლი, რომ ეს კიდევ უფრო დააზიანებს ჩემს პაწაწინა გაყიდულ საქართველოს...
პ.ს. მაინც უნდა ვთქვა რა... აი სულ რომ ცოცხები გიყარონ, ციხეები გადაავსონ და და საბოლოოდ კოლონიას დაგვამსგავსონ ჩემდა თავად ხმის ამომღების....", - წერს მოროშკინა.