logo_geo
eng_logo
რობერტ სტურუა: გუშინ რომ იძახდნენ, თუ წავაგებთ, თავს მოვიკლავთო, გეგმებს ამუშავებენ – სისხლის მორევში როგორ ჩაახრჩონ საქართველო
- +

9 ოქტომბერი. 2016. 21:42



გთავაზობთ რეჟისორ რობერტ სტურუას facebook-სტატუსს:


ისე, რატომ უნდა მისცე ხმა ნაცისტს?

რა - ნაცისტი კეთილია?

ან ნიჭიერი?  სკოლაში, (მიშას მსგავსად) ჯერ პიონერების, მერე კომკავშირს ბოსი იყო - რა ექნა? სხვა დარგში თავი ვერ გამოიჩინა!რატომ უნდა მისცეს პატიოსანმა ქართველმა ხმა პიროვნებას კრიმინალური წარსული რომ ხიბლავდა და ახლა მალავს, ფიქრობს დაავიწყდა ხალხს - როგორ ცემდა, სტაცებდა, კლავდა! რატომ უნდა მივცეთ ხმა გაუნათლებელ დუჟმორეულ ელენებს, შოშიებს, ელისოს - ერთი სურვილი რომ ჟონავს ჭიან სულიდან: აგჩეხონ, გაგინონ, დაანგრიონ, დაწვან, გაფურთხონ - ვერ მოიგეს, დარჩნენ უარაფროდ თავის გამოუსადეგ, პრიმიტიულ, არაადამიანურ "მე"-სთან და შეშინდნენ!

 

რა ქნან, ამიტომ თავისი უნიათობის მიზეზი ჩვენ მოგვაწერეს, შური და შურისძიების სურვილი ახრჩობთ! შესაცოდი კი არის ეს მხდალების პარტია, მაგრამ ასე რომ სძულს და ეზიზღება თავისი ხალხი, თავისი ქვეყანა ?

 

ჰოდა ქვეყანამ, ხალხმა სხვა აირჩია - ადამიანები. ორი საუკუნის წინ მსოფლიო მასშტაბის ბოროტმა გენიოსმა ბოროტების თესლი ჩააგდო ქართულ მიწაში. და მგონი, ეს შხამიანი, ბოროტების ბაღნარი ხმება, ქართველის სულში რომ დაიდგა ფესვი, სულს ღაფავს (გახსოვთ ალბათ"სულო ბოროტო"! ) მგონი გვეშველა?

 

ისინი კი გუშინ რომ იძახდნენ, თუ წავაგებთ, თავს მოვიკლავთო, სამი ღამე არ ძინავთ და გეგმებს ამუშავებენ - სისხლის მორევში როგორ ჩაახრჩონ ქართველო და ქართველები! აღარ გამოგივათ და სანამ დროა - გაიქეცით იმ ტუტუც ქართველებთან, არაფერი რომ აღარ ესმით, რა ხდებოდა და რა ხდება აქ - მათთვის უკვე სხვა ქვეყანაში..

 

აი, ეს უმიზეზოდ გაამბიციებული ამერიკელები ჯერ კიდევ მიგიღებენ, მოგივლიან(?). საოცრება კია, როგორ დაავიწყდათ ემიგრანტებს, რატომ გაიქცნენ აქედან - "მიშამაგარია" თუ ასე ხიბლავდა, დარჩენილიყვენ!", - წერს სტურუა.


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner