„პარლამენტში მოვისაკლისებდი ისეთ მუშაკს, როგორიც მაგალითად, ვახტანგ ხმალაძე ან ვიქტორ დოლიძეა", - განაცხადა „პალიტრანიუსის" ეთერში „ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვოლსკიმ.
მისი შეფასებით, ხმალაძემ დიდი როლი ითამაშა ბევრი კანონის ჩამოყალიბებაში და სახელწიფოსთვის კარგი როლი შეასრულა, „რასაც სხვებზე ვერ იტყოდა".
ვოლსკის თქმით, მას ჩუღურეთში ძალიან ბევრი საყვედური უთხრეს ვიქტორ დოლიძეზე, რადგან ის, როგორც ჩუღურეთის მაჟორიტარი, „არ გამოჩნდა".
„როგორც მუშაკი, ვიქტორ დოლიძე არის დასაფასებელი და საჭირო, რაც სხვებში ვერ დავინახე", - აღნიშნა ვოლსკიმ.