logo_geo
eng_logo
კობა კობალაძე: ჩვენ კი დუმილი და მეტი მადლიერება გვმართებს!
- +

16 მარტი. 2016. 12:21



გთავაზობთ საკრებულოს წევრ, გენერალ კობა კობალაძის facebook-სტატუსს:


მეგობრებო! და არცთუ ისე გულშემატკივრებო! გულგადაღეღილო და მდუმარე პოლიტიკოსებო! გზაზე დამდგარნო და მაძიებელნო! პატრონიანნო და უპატრონონო! სექსუალურად აქტიურებო და უნიათონო!!! დღეს 16 მარტია!!! დიდება იმ ოჯახებს, ვისმა გენმაც და აღზრდილებმაც ასპარეზი და სამშობლო შეგვინარჩუნეს!!! მათ სამარადისო გუგუნი!!! ჩვენ კი დუმილი და მეტი მადლიერება გვმართებს!!! სამშობლო ჩვენი ერთია! მას საქართველო ქვია!!!" - წერს კობალაძე.


16 მარტს საქართველოში სოხუმზე ფართომასშტაბიანი შეტევის მოგერიების 23-ე წლისთავია. 23 წლის წინ, 15-16 მარტს, სოხუმზე განხორციელებული ფართომასშტაბიანი ოპერაციის მოგერიების დროს აფხაზური მხრიდან 400 მებრძოლი დაიღუპა, 1000-მდე დაიჭრა.


ქართული შენაერთებიდან კი ყველაზე დიდი დანაკარგი 23-ე ბრიგადის მე-6 ბატალიონს ჰქონდა. მოწინააღმდეგემ სოხუმზე იერიში 15 მარტის ღამეს დაიწყო.


არტილერიითა და ავიაციით დაიბომბა მდინარე გუმისთაზე გამავალი ფრონტის ხაზი და ქალაქში მოქმედი განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტები.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner