„ორი უმსხვილესი პოლიტიკური მოთამაშის, ''ოცნებისა'' და ''ნაციონალების'' შერკინებისას ''პატრიოტთა ალიანსმა'' ბარიერი გა-და-ლა-ხა!", - ამის შესახებ ჟურნალისტი ნანა გაგუა წერს.
„და ეს იმ რეალობაში, როცა სხვა გამოცდილი, პოლიტ-ორბიტაზე წლობით მოტრიალე პარტიები ბარიერს ახლოსაც კი ვერ მიუახლოვდნენ (თუმცა, ვისურვებდი მრავალპარტიულ პარლამენტს!)
სულ არ მაინტერესებს, ვის რა აზრი აქვს ''პატრიოტებზე'', ვინ რას იღლიცინებს და იქირქილებს! ვინ რას დაჯღაბნის აქ, ან თუნდაც სხვაგან.... ვულოცავ ჩემ ძვირფას მეგობრებსა და კოლეგებს წარმატებას იმ ბრძოლაში, რომელსაც პირადად მე უთანასწოროს დავარქმევდი! დაე, ჩემი ამ ღია პოზიციისთვის მეც მათთან ერთად მიმამუნათონ. აი, დარდიიი!!!", - წერს გაგუა.