logo_geo
eng_logo
დიანა ლიპარტელიანი: ირმა ინაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც დღემდე მოითხოვს სისხლის სამართლის დამნაშავეების დასჯას!
- +

10 ოქტომბერი. 2016. 03:50

ვიცი, გაქვთ თუ არა ნანახი მიხეილ სააკაშვილის ეს ვიდეომიმართვა, მას მერეა ჩაწერილი, რაც ინფორმაცია გავრცელდა, რომ "პატრიოტების" მაჩვენებელმა 5%-ქვემოთ დაიწია. ნახეთ, როგორი აღტაცებული ამბობს - ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა, რომ ფაშისტური პატრიოტთა ე.წ. ალიანსი, ბარიერს ვერ ლახავსო... და მერე აგრძელებს დირექტივების გაცემას.

 

ვისაც არ ახსოვს და ვერ ხვდება, რატომ სძულს "ნაციონალურ მოძრაობას" და მის "მაღალს" "პატრიოტთა ალიანსი" და ირმა ინაშვილი, შევახსენებ - ირმა ინაშვილი არის ის ადამიანი, რომელიც დღემდე მოითხოვს და გააგრძელებს „ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების დასჯას, იმ ადამიანების, რომლებსაც ჩადენილი აქვთ სისხლისსამართლის დანაშაულები, (ამ კონტექსტში არ არის საუბარი „ნაციონალური მოძრაობის" რიგით წევრებზე - ესეც გაითვალისწინეთ!) ირმა ინაშვილია ის ადამიანი, რომელიც დღემდე აპროტესტებს იმას, რომ სისხლისსამართლის დამნაშავეები გვასწავლიან, რა არის დემოკრატია და ადამიანის უფლებები... კიდევ უამრავი მიზეზია, მაგრამ ეს ორია ყველაზე მნიშვნელოვანი. აი, რატომ არ უნდათ "პატრიოტთა ალიანსი" პარლამენტში "ნაციოანლებს" და აი, რატომ უნდა იყვნენ პარლამენტში "პატრიოტები".

 

და კიდევ - ის, რომ ბევრ თქვენგანს "პატრიოტების" პარლამენტში მოხვედრა/არმოხვედრა უფრო გაწუხებთ, ვიდრე "ნაციონლების" ამ დოზით პარლამენტში შესვლა - ეს არის ერის ტრაგედია!




დიანა ლიპარტელიანი 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner