logo_geo
eng_logo
ლევან გოგიჩაიშვილი: ჩვენს მიმართ ძალიან მაღალი ნდობაა
- +

10 ოქტომბერი. 2016. 10:44


 

 

„ჩვენ ვართ მზად, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ", - ამის შესახებ "ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა  ლევან გოგიჩაიშვილმა PalitraNews-ის გადაცემა "360 გრადუსში" განაცხადა.

გოგიჩაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ  პირადად მის ოლქში იყო ძალიან დიდი კონკურენცია.


„10-ზე მეტი მაჟორიტარი იყო წარმოდგენილი ჩემს ოლქში. საერთო ჯამში რაც მათ ერთად აიღეს, იგივე ავიღე მე. ამ შემთხვევაში ყოველმა მეორე საბურთალოელმა, ვინც არჩევნებზე მოვიდა, ხმა მომცა, მე და "ქართულ ოცნებას". ჩვენს მიმართ არის ძალიან მაღალი ნდობა და ჩვენ ვაპირებთ მის გამართლებას.

 

მოლოდინი იყო მაღალი, თუმცა 47% -ც არ არის პატარა. გამიხარდებოდა, რომ პირველ ტურში დასრულებულიყო, მაგრამ ჩვენ ვართ მზად იმისთვის, რომ მეორე ტურში გავიმარჯვოთ. ყველანაირი მონაცემებით ჩვენ მეორე ტურს ყველგან მოვიგებთ და პარლამენტში სავარაუდოდ გვეყოლება საკონსტიტუციო უმრავლესობა", - განაცხადა  გოგიჩაიშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner