logo_geo
eng_logo
თურქეთში აფეთქებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
- +

10 ოქტომბერი. 2016. 11:16


 



თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან დანაღმული მანქანა აფეთქდა, რის შედეგადაც დაიღუპა 18 ადამიანი, მათ შორის 10 სამხედრო. დაშავებულია 27 ადამიანი.


აფეთქება ერაყისა და ირანის საზღვართან მოხდა, სადაც აქტიურად მოქმედებენ „ქურთისტანის მუშათა პარტიის" წევრები.



როგორც თურქეთის პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი აცხადებს, აფეთქდა სატვირთო მანქანა, რომელშიც ხუთი ტონა ასაფეთქებელი ნივთიერება იყო მოთავსებული. თავდამსხმელებმა ჯერ სამხედროებს ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი სატვირთო მანქანა ააფეთქეს.


აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ტერორისტულ დაჯგუფებას არ აუღია.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner