logo_geo
eng_logo
დაღესტანში სპეცოპერაციის დროს სამი მებრძოლი მოკლეს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 11:36


 


დაღესტანში, სელეიმან-სტალსკის რაიონში სპეცოპერაციის დროს სამი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.


„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების დროს სამართალდამცავებმა მებრძოლთა ჯგუფს მიაგნეს. ეჭვმიტანილები პოლიციას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი სპეცრაზმელია.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner