დაღესტანში, სელეიმან-სტალსკის რაიონში სპეცოპერაციის დროს სამი შეიარაღებული მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
„რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებების დროს სამართალდამცავებმა მებრძოლთა ჯგუფს მიაგნეს. ეჭვმიტანილები პოლიციას არ დაემორჩილნენ და ცეცხლი გაუხსნეს. პოლიციელების მხრიდან საპასუხო ცეცხლს სამი ადამიანი ემსხვერპლა, რომელთაგან ერთი სპეცრაზმელია.