საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ფრანგულ ტელეკომპნია „TF1"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვედრაზე უარი განაცხადოს, რადგან არ არის დარწმუნებული, გაუჩნდება თუ არა ამის სურვილი.
პუტინის ვიზიტი პარიზში 19 ოქტომბერსაა დაგეგემილი, ამის შესახებ 9 ოქტომბერს რუსეთის საგარო საქმეთა მინისტრმა დააანონსა.
ფრანსუა ოლანდმა ბოლო ინტერვიუში მკაცრად გააკრიტიკა რუსული ავიაციის მიერ ქალაქ ალეპოზე მიტანილი იერიში. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა დაუშვებელი და მიუღებელია.