logo_geo
eng_logo
რუსუდან შარაძე: ტყუილად მიხაროდა, ბევრი მანიაკი არ ჰყავს ჩემს ქვეყანას-მეთქი…
- +

10 ოქტომბერი. 2016. 12:17




ჟურნალისტი რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში არჩევნების შედეგებს ეხმიანება და სტატუსს აქვეყნებს:

 

 

„ტყუილად მიხაროდა, ბევრი მანიაკი არ ჰყავს ჩემს ქვეყანას-მეთქი. გინდა, იქიდან თვალე, გინდა, აქედან გამოთვალე, ფაქტია:

 

- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - 473896 ხმა

 

ვის რა უნდა დაუშავონ, საკუთარი ერთუჯრედიანი თავების გარდა, მაგრამ ერთი წუთით, თვალით წარმოიდგინეთ - 473 896 მანიაკი, რომელსაც უხარია და სიამოვნებას ჰგვრის კაცების გაუპატიურება, კვლა, წამება... ქვეყნის გაყიდვაზე და ტერიტორიების დაკარგვაზე აღარაფერს ვამბობ...

 

კიდევ ერთხელ, დავაზუსტოთ, რომ ვინც ხმა მისცა კაცის გამაუპატიურებლებს, მკვლელებს და მწამებლებს, არ არის მთელი საქართველოს 26%. ანუ საქართელოს ამდენი მანიაკი არ ჰყავს. ეს არის არჩევნებზე მისული 51%-ის 26%. თუმცა, არასაპატიო მიზეზით, სახლში დარჩენილ ადამიანებსაც არანაკლები პასუხისმგებლობა ეკისრებათ.

 

თუნდაც, იყოს მთელი ქვეყნის მასშტაბით, მერე რა? მთავარია, დამნაშავეებიდან ყველამ პასუხი აგოს სასამართლოს წინაშე, თორემ ასეთი სექტა, მსგავსი „ბალასტი", ქვეყანაში სულ იყო, არის და იქნება, კერპები შეიცვლება მხოლოდ", - წერს რუსუდან შარაძე სოციალურ ქსელში.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner