logo_geo
eng_logo
„ეჭვი არ მეპარება, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქება სააკაშვილმა დაგეგმა“
- +

10 ოქტომბერი. 2016. 12:50


 



გაზეთი „კვირის პალიტრა" დღევანდელ ნომერში დეპუტატ გივი თარგამაძის  ავტომობილის აფეთქების თემაზე სტატიას აქვეყნებს სათაურით „აფეთქებაში ბრალდებული უკრაინიდან 30 ივნისს ჩამოვიდა?!"



მათი ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეში სამი პირის მონაწილეობას განიხილავს: მიხეილ ჩარგეიშვილის, ბორის ჩაგუნავასა და დარჩო ხეჩუაშვილის, რომელთა წარსული საქმიანობის შესახებ წერს.


როგორც „კვირის პალიტრა" წერს, ფიქსირდება საქმეში ბრალდებულის დარჩო ხეჩუაშვილის სავარაუდო კავშირი უკრაინასთან.

 

„ის 2008 წლის მარტიდან 2012 წლის სექტემბრამდე, შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეხუთე სპეციალურ ოპერატიულ მთავარ სამმართველოში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობდა, ერთ-ერთი ინფორმაციით, 2016 წლის 20 მაისიდან 30 ივნისამდე კი უკრაინაში იმყოფებოდა. გამოძიება უკრაინაში მისი ვიზიტის მიზეზებს არკვევს", - წერს „კვირის პალიტრა".


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის ვიქტორ იუშჩენკოს ყოფილ მრჩეველს ირაკლი გოგავას ეჭვი არ ეპარება იმაში, რომ თარგამაძის მანქანის აფეთქების გეგმა სააკაშვილის მიერ დაიგეგმა უკრაინაში.


„მართალია, ნაციონალ-რევანშისტები ამბობენ, ტერაქტი რუსეთის მოწყობილიაო, თუმცა ეს სცენარი რუსეთში რომ დაწერილიყო, მერწმუნეთ, გივი თარგამაძისგან მანქანაში არაფერი დარჩებოდა. შესაბამისად, ამ ვერსიას კატეგორიულად გამოვრიცხავ. გამოძიება უნდა დაინტერესდეს, რა კავშირი აქვთ აფეთქების შემსრულებლებს უკრაინასთან. როგორც ვიცი, დარჩო ხეჩუაშვილი უკრაინაში რამდენჯერმე იმყოფებოდა. ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერი სწორედ უკრაინაში, სააკაშვილმა დაგეგმა. თარგამაძის მანქანის აფეთქება სახელმწიფო გადატრიალების სცენარში ერთ-ერთი რგოლი უნდა ყოფილიყო. ამის შესახებ სააკაშვილის თათბირის ჩანაწერებიც მოწმობს, რაც საზოგადოებამ არაერთხელ მოისმინა", - აცხადებს ირაკლი გოგავა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner