logo_geo
eng_logo
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 13:08


 


გამოცემა Euractiv-ის ინფორმაციით,  10 ოქტომბერს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი რუს კოლეგას ვლადიმირ პუტინს უმასპინძლებს. როგორც მედია იუწყება, პუტინი თურქეთში ერთობლივი ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე სასაუბროდ ჩადის. ორი ქვეყნის ლიდერები დაადასტურებენ მზადყოფნას, განახორციელონ გაზსადენ „თურქული ნაკადის" და თურქეთში პირველი ატომური ელქტროსადგურის მშენებლობის გეგმები.


როგორც Euractiv აღნიშნავს, მოსკოვსა და ანკარას კვლავ აქვთ უთანხმოება სირიის საკითხზე, რადგან რუსეთის მთავრობა სირიის პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადის მთავრობას აქტიურად უჭერს მხარს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner