logo_geo
eng_logo
ლია ტოკლიკიშვილი: ამ კაცს დიალიზზე მყოფი შვილი ჰყავს და მთელი დღე დგას ჩვენი ტელევიზიის წინ...
- +

16 მარტი. 2016. 12:35



დღეს მთელ დღეს ბედნიერი ვარ!" - საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „გამომძიებელი რეპორტიორის" ერთ-ერთი ავტორი ლია ტოკლიკიშვილი ჰყვება, როგორ იპოვა მეორე არხის პროდიუსერის დოდო შონავას საფულე ტელეკომპანიის წინ მდგომმა მამაკაცმა: 


საზოგადოებრივ მაუწყებელს როცა ჩაუვლით, კიბის ძირში, ზედ გზის პირას, ყოველდღე დაინახავთ მაღალ, გამხდარ შუახნის კაცს. ხელზე ტანსაცმელი აქვს გადაკიდებული და დგას - ალბათ ყიდის. ცოცხალ ვეშოლკას" ჰგავს - ნუ, საკიდს (ზოგჯერ არასწორი სიტყვა უფრო მუშაობს - ოღონდ, არ დამასმინოთ ღვინჯილიასთან). ოდა, გუშინ საღამოს ქალბატონმა დოდო შონავამ რომ საფულე დაკარგა, მას უპოვია. დღეს დაუბრუნა პატრონს. უნდა აღვწერო. ქალბატონ დოდოს არც ახსოვდა, რომ საფულეში ედო 10-ლარიანი, 2 და 1-ლარიანი. უთხრა კიდეც გადაცემისას, მხოლოდ საბუთები, ფული არ მედო და ამ საბუთების გამო საშინლად ვნერვიულობდიო. როგორ არ გედოთო, - ხელის აწევით შეუჩერებია. ესა და ეს კუპიურა და რკინის ფული გედოთო.

 

ამ კაცს დიალზზე მყოფი შვილი ჰყავს, რომელსაც წამალი რომ უყიდოს, მთელი დღე დგას ჩვენი ტელევიზიის წინ და დღეში ერთ ძონძს თუ გაყიდის და დღეში ერთ ლარს თუ გააკეთებს".

 

დღეს მთელ დღეს ბედნიერი ვარ. ხომ ძალიან ცოტაა ეს ამბავი ბედნიერებისთვის და ხომ არც არაფერ შუაში ვარ, მაგრამ ჩემი ბედნიერებისთვის რაღაც საკარისი აღმოჩნდა. და თქვენი არ ვიცი..." - წერს ლია ტოკლიკიშვილი.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner