Facebook-მომხმარებელი გიორგი მდივნიშვილი სოციალურ ქსელში 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს:
„ვიფიქრე, ვიფიქრე და აი, ამ დასკვნის გამოტანა შეიძლება არჩევნები 2016-ის მიხედვით:
ნორმალურ ქვეყნებში პარტიები ეჯიბრებიან ერთმანეთს სხვადასხვა სფეროების განვითარების მოდელებით, ეკონომიკური და საგარეო ხედვებით და ა.შ. ხალხიც ირჩევს, იმ მომენტში რაც უფრო ახლოსაა და პრიორიტეტულია მათთვის, უკეთესი განთლება თუ უკეთესი ჯანდაცვა ან ძლიერი საგარეო, სოციალური თუ ხისტი ეკონომიკური პოლიტიკა...
დავუბრუნდეთ საქართველოს, რა ხდება აქ? დაახლოებით 25 %, ანუ ყოველი მეოთხე ხმას აძლევს:
-დარბევებს და საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოთქმის გამო მოქალაქეების ცემას, მართულ მედიას... (26 მაისი, 7 ნოემბერი, „იმედის" დარბევა და ა.შ..)
-პირადი საკუთრების, ქონების შელახვას, ბიზნესის რეკეტს (თუ არ მეთანხმებით, დაწერეთ მსხვილი კომპანიები, რომლებიც არ იყვნენ ნაცებთან დაკავშირებული და აღწევდნენ წარმატებას).
-მეზობლების, ახლობლების, ნათესავების დაჭერას, ცემას, დაშინებას, გაუპატიურებას, 300 000 პრობაციონერს.
-წაგებულ ომს, საჭიროებისა და შედეგის გარეშე დაღვრილ სისხლს, ტერიტორიების დაკარგვას.
-დევნილების გაზრდილ რაოდენობას და მორალურად დეგრადირებულ და გაღატაკებულ ხალხს, ვისაც მკურნალობისთვის და ციხიდან ოჯახის წევრის დასახსნელად საცხოვრებელი ბინების გაყიდვა უწევდათ და ხდებოდნენ ფულის გამოძალვის მსხვერპლი.
გასაოცარი ისაა, რომ ამ ტიპის არჩევანის გამკეთებელ „ადამიანებს" აქვთ 2 „ძლიერი" არგუმენტი (რამდენად გადაწონის იმას, რაც ზემოთ დავწერე, თქვენი გადასაწყვეტია)
1) „მიშამ კრიმინალი დაამარცხა" - ჰკიდიათ, რომ ყველა დაიჭირა, პატიმრები კი აწამა ციხეში - გატეხა მორალურად, ფსიქიკურად, ფიზიკურად და ფინანსურად. თუ ყველა ციხეშია, დანაშაულს ვინ ჩაიდენს?
2) „მიშამ გზები დააგო და შადრევნები გახსნა, გაზი და დენი შემოიყვანა" - ეს ყველაფერი ხდებოდა საგარეო ვალებით, რასაც ჩვენ ყველა დღესაც ვიხდით, და ის გზები მიშას ჯიბიდან ამოღებული ფულით არ დაგებულა, შუქიც იმიტომ გაქვთ, რომ ფულს იხდით მასში. ასფალტი კი 3-3-ჯერ დაიგო და ფულიც გაკეთდა მაგაში, დროს და ვითარებას სჭირდებოდა და არ იყო ეს მათი გულუხვობით გამოწვეული.
ახლა კი საბოლოო დასკვნა:
არჩევნებზე გასაანალიზებელი იყო რა, იმისათვის რომ გვქონოდა დენი, გაზი წყალი და კრიმინალი არ ყოფილიყო მასშტაბური და გვქონოდა შადრევნები და კუტუნიოს ემღერა -გადავიხადეთ რითი?! დაკარგული ტერიტორიებით, ომით, ციხეებში დაჭერილი უდანაშაულო ადამიანებით, გაყვლეფილი უსახლკაროდ დარჩენილი პატიმრების ოჯახებით, დარბევებით და ბიზნესების წართმევით, ზუსტად მაგით შეძლეს მაგის მიღწევა. ეს იყო იმ შადრევნების, დენის და გაზის საფასური...
აი, შენ, ვინც ნაცებს მიეცი (პირდაპირი და ირიბი გაგებით),
1)ხარ ან გულგრილი ნაძირალა, მიდრეკილი სადიზმისკენ, გკიდია, შენ მეზობლებს, ნათესავს, ახლობელს, ვის რა დამართეს და დამართავენ, გსიამოვნებს სხვისი ტკივილი და ჭირი ან სულაც სულერთია და ჩანს, რა უფროა პრიორიტეტი შენთვის.
2) ან ბრმა და გულუბრყვილო უვიცი ხარ, ვერ/არ დაფიქრდი და მოგატყუეს, არ იცოდი, რა ხდებოდა, არ გითხრეს, შენით ვერ დაინახე, სხვა პლანეტაზე ცხოვრობდი და ა.შ. აირჩიე ეს ყველაფერი, რაც ზემოთ წერია", - წერს სოციალურ ქსელში გიორგი მდივნიშვილი.