logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე „თავისუფალი დემოკრატების“ წევრებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 14:47



„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე „თავისუფალ დემოკრატებზე" საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიამ წინასაარჩევნო პერიოდში შეცდომები დაუშვა. ამის შესახებ კობახიძემ ტელეკომპანია „პირველის" ეთერში საუბრისას განაცხადა.


„თავისუფალმა დემოკრატებმა" წინასაარჩევნო, სტრატეგიულ პერიოდში შეცდომები დაუშვეს. არიან ადამიანები ამ გუნდში, რომლებიც სიმპათიას იწვევენ და შესაძლებელია, გაგრძელდეს მათთან თანამშრომლობა. კიდევ ერთხელ, კონკრეტულ გვარებს ვერ ჩამოვთვლი, თუმცა კონკრეტულ ადამიანებთან თანამშრომლობას არ გამოვრიცხავთ", - განაცხადა კობახიძემ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner