logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: წავიდა გენიოსი!
- +

10 ოქტომბერი. 2016. 15:34

 

 

რეჟისორ ანჯეი ვაიდას გარდაცვალებას რეჟისორი ქეთი დოლიძე სოციალურ ქსელში ეხმიანება:

 

„წავიდა ანჯეი ვაიდა! წავიდა გენიოსი! ნამდვილი ადამიანი, რომელსაც არასდროს ეშინოდა თავისი აზრის გამოთქმის და იყო პოლონეთის სინდისი! უკანასკნელი მოჰიკანი მსოფლიო კინოსი! უბედნიერესი ვარ, რომ მქონდა პატივი მასთან ნამდვილი მეგობრობისა, რომ ჩემი ვაჟიშვილის მასწავლებელი და მაესტრო იყო! მამაჩემის მეგობარი! როცა თუმანიშვილის სპექტაკლები ნახა, გვითხრა: „იაკ ვირეჟისეროვანე!". უშიშარი, მკაცრი, მუდამ ახლგაზრდა, ულამაზესი ადამიანი! ღმერთმა გაანათლოს!" - წერს სოციალურ ქსელში ქეთი დოლიძე.

 

ანჯეი ვაიდა პოლონელი რეჟისორი და სცენარისტი იყო, რომელსაც აღიარება მოუტანა II მსოფლიო ომის თემაზე შექმნილმა ფილმებმა: „არხი" (1956), „ფერფლი და ალმასი" (1958).  ვაიდას ფილმებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე მიღებული აქვს ჯილდოები.



რეჟისორი 9 სექტემბერს გარდაიცვალა.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner