ჟურნალისტი თიკო თვალაძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რუსთავი 2"-ზე გადართეთ, გადაუარეს სააკაშვილს „სხვა შუადღეში". წიგნების განხილვის დღეა და ვიღას ახსოვს. ბუღაძემ - სააკაშვილის ხასიათმა წააგებინა „ნაციონალურ მოძრაობას" არჩევნები, მიშას შიშით „ოცნებისკენ" გაიქცნენო. ფაქტია, ბიძინამ ძალიან კარგად გვათამაშა, მათ შორის მიშაო. ტურაშვილმა - „ოცნება" გამარჯვებას მიშას უმადლოდეს, იმაზე გამწარებულმა ხალხმა მისცათ ხმაო. მოკლედ, გვარამიამ - მიშა, პკ-ო", - წერს სოციალურ ქსელში თიკო თვალაძე.