logo_geo
eng_logo
იმედა კახიანი: რულოვსი წავიდეს, თავის ოჯახს მიხედოს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 16:23



მსახიობი იმედა კახიანი გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ინტერვიუში სანდრა რულოვსზე საუბრობს. როგორც მსახიობი ამბობს, იგი არ ელოდა, რომ საპარლამენტო არჩევნებში „ნაციონალურ მოძრაობას" ამომრჩეველი მხარს დაუჭერდა.

 

„არ ველოდი, „ნაციონალები" ასე მრავლად თუ შევიდოდნენ პარლამენტში. არა უშავს, იმდენი მაინც ვერ იქნებიან, რომ მათ ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. რაც დრო გავა, ხალხი მეტად გამოფხიზლდება, თვალი აეხილება - ვინ იყვნენ „ნაციონალები" და რა საშინელება დამართეს საქართველოს. რულოვსი წავიდეს, თავის ოჯახს მიხედოს. მაინტერესებს, რას ფიქრობენ მისთვის ხმის მიმცემნი. ქალის პატივისცემა ჩვენთან რომ ვიცით, ისე სად იციან, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ქალს ანდო შენი ქვეყნის ბედი? არაფრის ამშენებელი ეგ არ არის, თავმოყვარეობა ხომ უნდა ჰქონდეს, წავიდეს, თავი დაგვანებოს!" - აცხადებს იმედა კახიანი.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner