ორგანიზაცია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი მოწმის სახით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფება.
როგორც „კვირას“ უწყებაში განუცხადეს, კობა ხაბაზი 315-ე მუხლით აღძრულ საქმეზე იკითხება, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.