logo_geo
eng_logo
ოთარ აბესაძე: 2020 - 2030 წლები იქნება გარდამტეხი საქართველოს უახლეს ისტორიაში
- +

10 ოქტომბერი. 2016. 19:20




„2020 - 2030 წლები იქნება გარდამტეხი საქართველოს უახლეს ისტორიაში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობას მინიმუმ მომდევნო 50 წლით", - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების" წევრი ოთარ აბესაძე წერს.

 

„2016 წელს დაიწყო ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური განახლების ეტაპი. მოხდა საბოლოო ლუსტრაცია, პოლიტიკიდან მიდიან, პოლიტიკაში ახლები მოდიან და ა.შ.

 

საბოლოო მიზანი ამ ძალიან რთული გარდამავალი პერიოდის არის ის, რომ 2020 წლისათვის სახელმწიფო ინტერესებზე დაფუძვნებული 21-ე საუკუნის პოლიტიკური ისტაბლიშმენტით დაკომპლექტებული პოლიტიკური ველი მივიღოთ. ველი, რომელიც შექმნის ახალ საქართველოს.

 

ვფიქრობ ძალიან ბევრმა უნდა მიბაძოს ირაკლი ალასანიას და "ტრიბუნა ლურსმებზე ჩამოკიდოს". პერსონა ან პარტია, რომელიც უკნასკნელი 15-20 წლის მანძილზე არის სტაბილურად დაბალრეიტინგიანი ჯობს ადგილი დაუთმოს სხვას. ახალ სისხლის და ახალ ადამიანებს.

 

დღეს გვაქვს საკმაოდ კარგად და კვალიფიციურად განახლებული ქართული ოცნება, პოლიტიკურად "გაბანკნოტებული" ნაციონალური მოძრაობა და დანარჩენები, რომლებიც უკანასინელი ბარომაციით 5% ის ფარგლებში მერყეობენ.

 

საჭიროა მეტი განახლება, მეტი ახალი პროფესიონალი პოლიტიკური იდეებით და არა მორიგი ყოვლისმცოდნე "ყველაფერშიკები", რომლებიც საბოლოოდ "არაფერშიკები" არიან.

 

მეტი პროფესიონალი, მეტი განათლებული, მეტი პოლიტიკური ქარიზმის მქონე და მეტი იდეალისტი ქართულ პოლიტიკას.

 

სრული განახლების დროა", - წერს აბესაძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner