logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე: 8 ოქტომბრის არჩევნები ხელისუფლებისგან ჩაურევლად და გამჭვირვალედ ჩატარდა
- +

10 ოქტომბერი. 2016. 19:22





„ადამიანები ქუჩაში მხვდებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ „ქართული ოცნება" ერთადერთი გულწრფელი ძალაა და ამიტომაც გავიმარჯვეთ. ეს იყო მთავარი მიზეზი, ასევე ის შეკრული და ერთიანი გუნდი, რომელიც ნამდვილად არის პროფესიონალებით დაკომპლექტებული და ამას ნახავს ჩვენი ამომრჩეველი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში",- ამის შესახებ „ქართულ ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მამუკა მდინარაძემ „ახალ თაობასთან" ისაუბრა.


როგორც მდინარაძემ აღნიშნა, მმართველმა პარტიამ ყველაფერი გააკეთა, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაეტარებინა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან.


„ასევე, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ ცივილიზებული, დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები ჩაგვეტარებინა, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, რომელიც ამომრჩეველს არჩევნებს ჰპარავდა. ეს ყველაფერი ერთობლიობაში გახდა მიზეზი, რატომაც მოგვანიჭა უპირატესობა ამომრჩეველმა.

 

ჩვენი ამოცანა იყო, რომ დემოკრატიული არჩევნები ჩაგვეტარებინა, რათა ერთხელ და საბოლოოდ წარსულისთვის ჩაგვებარებინა ის ცუდი გამოცდილება, რომლითაც გვიცნობდა დასავლეთი, სამწუხაროდ, 8 ოქტომბრის არჩევნები იყო პირველი საპარლამენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, რომელიც ხელისუფლებისგან ჩაურევლად, თავისუფლად და გამჭვირვალედ ჩატარდა",- განაცხადა მდინარაძემ. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner