logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: მშვიდი და მოწესრიგებული არჩევნების დღე იყო
- +

10 ოქტომბერი. 2016. 19:23


 


სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ „პრაიმტაიმთან" საუბრისას განაცხადა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დღე იყო მშვიდი, მოწესრიგებული და საქმიანი, თუ მარნეულის ინციდენტს არ ჩავთვლით.


„საარჩევნო დღე იყო მშვიდი, ძალიან საქმიანი, მოწესრიგებული. გამართული იყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციის მუშაობა. უბრალოდ, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებმა მოახერხეს დესტაბილიზაციის შეტანა. ისინი იმამყულიევის მხარდამჭერები იყვნენ და ყველაზე საგანგაშოა, რომ პაატა ბურჭულაძის პარტიამ მჭიდროდ ითანამშრომლა იმამყულიევთან და მათი კანდიდატი ისრაფილ ბაირამოვი პრაქტიკულად დანაშაულებრივ შეთქმულებაში შევიდა. ვინაიდან თავის თავის თავზე აიღო ის ინციდენტი, რომელიც დაკავშირებული იყო ყუთის გატაცებასთან და ამით მოახდინა ძალების კონსოლიდაცია იმამყულიევის ირგვლივ. სხვა მხრივ, თუ გადავხედავთ, ეს იყო მშვიდი და მოწესრიგებული არჩევნების დღე",- განაცხადა გორგილაძემ.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner