logo_geo
eng_logo
ზაზა ალთუნაშვილი: მკვლელობა რომ ყოფილიყო ჩაფიქრებული, ჰაერში აწევდა მანქანას თავის მგზავრებიანად
- +

10 ოქტომბერი. 2016. 19:29




ექსპერტ-კრიმინალისტი ზაზა ალთუნაშვილი 2016 წლის 4 ოქტომბერს „ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის გივი თარგამაძის ავტომანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით „პრაიმტაიმთან" საუბრობს. როგორც ექსპერტი აღნიშნავს, თარგამაძის მოკვლა ამფეთქებელს რომ ნდომოდა, ამას აუცილებლად შეძლებდა.



„თუ ყურადღებას მივაქცევთ ასაფეთქებელი ასაფეთქებელი ნივთიერებების მოცულობას, ეს ის კრიტიკული მასა იყო, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რა გარემოში აფეთქდება. ეს რომ მომხდარიყო დახურულ სივრცეში, ან ვიწრო ქუჩაში, აფეთქების ეფექტი მეტი იქნებოდა და მსხვერპლიც მოჰყვებოდა. როცა ღია გარემოში აფეთქებენ, ეს მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ ამფეთქებელმა იცის სავარაუდო შედეგიც. სადაც მან, ვთქვათ, 100 გრამი ტროტილი დადო, მკვლელობა რომ ყოფილიყო ჩაფიქრებული, დადებდა ორასს და ჰაერში აწევდა  მანქანას თავის მგზავრებიანად", - განაცხადა ალთუნაშვილმა. 


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner