logo_geo
eng_logo
ნუგზარ სულაშვილი: ინგა ერთადერთი აღმოჩნდა, რომელიც თქვენს მსგავსად ჩირგვებში არ დაიმალა!
- +

16 მარტი. 2016. 11:07



ჩემს ირგვლივ, უამრავ მამაკაცს ვუსურვებდი იმ ღირებულებეის ქონას, რომელიც მას გააჩნია: გამბედაობა, ერთგულება და თანადგომა", - ამ კომენტარს საქართველო-საფრანგეთის ურთიერთთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ჟურნალისტ ინგა გრიგოლიას შესახებ სოციალურ ქსელში წერს:


ყოველთვის აღნიშნავდი, რომ ინგა გრიგოლია არის არა მხოლოდ უძლიერესი პროფესიონალი ჟურნალისტი, არამედ უძლიერესი ადამინი, რომელსაც შეგიძლია ენდო, დაეყრდნო და და გქონდეს იმი, რომ არ მიგატოვებს, არ გიღალატებს.

 

ჩემს ირგვლივ, უამრავ მამაკაცს ვუსურვებდი იმ ღირებულებეის ქონას, რომელიც მას გააჩნია: გამბედაობა, ერთგულება და თანადგომა.

 

ბედნიერებაა, რომ ამის თქმა, არა ზოგადი შეფასებით და ვიღაცის გადმოცემით, არამედ პირადი ურთიერთობის საფუძველზე მიხდება. შეგახსენებთ ჩემს უამრავ მეგობარს, კოლეგას, ნაცნობს, თუ ნათესავს, რომ ინგა ერთადერთი აღმოჩნდა, როელიც თქვენს მსგავსად ჩირგვებში არ დაიმალა და გვერდში დამიდგა მაშინ, როცა ხელისუფლება ჩემს განადგურებას ცდილობდა. დიახ, ეს ხდებოდა მაშინ, როცა უმარავმა თქვნგანმა კარიერაში გამცვალა და საკუთარი ქვეყნიდან გამომაძევა. ინგა ერთ-ერთი პირველი ადამიანი იყო, მელიც სისხლის გადსასხმელად, ავადმყოფი, სიცხიანი, დილაუთენია ადგა საწოლიდან და საავადმყოფოში ვიდა.

 

დიახ, ეს ხდებოდა მაშინ, როცა ჩემთან გამარჯობთქმის გეშინოდათ, რომ არ დაგეკარგათ სამომავლო პრესპექტივები!

 

ყველას გისურვებდით და ვისურვებდი ასეთი ადამიანების სიმრავლეს", - წერს ნუგზარ სულაშვილი.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner