logo_geo
eng_logo
ცესკომ ხმების დათვლა დაასრულა
- +

10 ოქტომბერი. 2016. 20:32


 


საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლა დაასრულა. ცესკოს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი დაჯამებული მონაცემებით, პროპორციულ არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ" ხმების 48,65 %, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" კი 27,12 % მიიღო.


5 %-იან ბარიერს ლახავს „პატრიოტთა ალიანსიც", რომელსაც ამ დროის მონაცემებით, ზუსტად 5 %-იანი მხარდაჭერა აქვს.


ხმების 4,62 % მიიღო „თავისუფალმა დემოკრატებმა", 3,13 % „ლეიბორისტულმა პარტიამ", 1,55 % კი „რესპუბლიკელებმა".


საქართველოს მასშტაბით სულ 3 702 უბანი იყო გახსნილი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner