logo_geo
eng_logo
დავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს: ახლა ყველაფერში მიშაა დამნაშავე, ხომ?!
- +

10 ოქტომბერი. 2016. 21:20


 


შოთა უტიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რატომ დამარცხდა "ნაციონალური მოძრაობა", მიხეილს სააკაშვილთან დაახლოებული პირი, უკრაინის პროკურორის ყოფილი მოადგილე, დავით საყვარელიძე გამოეხმაურა.


რა თქმა უნდა, ყველაფერში დამნაშავე ეხლა მიშაა და მისი ეგოცენტრიზმი და რომ არა მისი ხელშეშლა, დანარჩენი ლომები დაფლითავდნენ ბიძინას მოულოდნელად ხომ, შოთა უტიაშვილი?! და ამიტომ ეხლა ყველა დარაზმული უნდა შევიდნენ და გაუპრავონ რაც მოხდა?! საოცრება პირდაპირ. ანუ ლოგიკა სადაა? "ნეტავი ქოცები უფნაკლებად შეგვეშინებინა და შეუმჩნევლად მოგვეპარა გამარჯვება"- პრინციპში არც რუსული ლიბერალრი პარტიის მოდელცუდი. არიან თავისთვის, არავის უშლიან ხელს და მიდის პროცესი. მთავარია ხომ ლიბერალური იდეების მატარებლები არიან.... ყელამდე განავალში სხედან, მაგრამ მაინც არიან...." - წერს დავით საყვარელიძე შოთა უტიაშვილს.


რაც შეეხება შოთა უტიაშვილის სტატუსს, ის წერს:


დადგა კამპანიაში გადამწყვეტი მომენტი: ნაციონალური მოძრაობის კამპანია გახდა ზეაგრესიული. გამოჩნდა მიშა და თქვა, რომ ჩამოვდივარ, ჯარი და პოლიცია ჩემს მხარეზეა. ჩატარდა უზარმაზარი მიტინგი. მთელი კამპანია გადაიქცა  ერთ კითხვად: ჩამოვა თუ არ ჩამოვა.

 

აქ გაიმარჯვა ოცნებამ. ისედაც ეჭვებში მყოფმა ხალხმა დაიჯერა, რომ ოცნება რასაც ამბობდა ნაციონალების ნამდვილ მიზნებზე, მართალი ყოფილა. მესიჯის ხაზგასასმელად, გივის მანქანაც კი ააფეთქეს.

 

პ.ს. რა თქმა უნდა, იყო ამომრჩევლის მასობრივი მოსყიდვაც, დანიშნებაც, ტერაქტიც და სხვა ყველაფერი. მაგრამ, თავიდანვე ვის ეპარებოდა ეჭვი, რომ ასეც იქნებოდა?",-წერს უტიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner