„დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს, ვინაიდან ,,ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიულ მოძრაობას" არ აქვს ბარიერის პრობლემა და ეს ფაქტი ძალიან მალე დამტკიცდება.
,,ჩვენ არ ვაპირებთ შევეგუოთ უსამართლობას, არ ვაპირებთ შევეგუოთ მანიპულირებას. როდესაც უცხოელი დამკვირვებლები პირველად დასკვნებში ამბობენ, რომ ყველაფერი იდეალურად აშკარად არ იყო, ეს, უკვე ძალიან ბევრს ნიშნავს. რაც შეეხება არჩევნების ორგანიზებას და მეტ-ნაკლებად სიმშვიდეს და პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას, რომ ამ არჩევნებში ვიღაცის ფარული ხელი ურევია - სრულიად ნათელია ვისი ფარული ხელიც ურევია. რეალურად მოხდა ამ არჩევნებით მანიპულირება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ tv პირველის ეთერში.