logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
- +

16 მარტი. 2016. 14:08



აჭარაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. თეატრის შენობის ფასადს  რესტავრაცია ჩაუტარდება და შენობას პირველადი სახე დაუბრუნდება. პროექტის თანახმად, რესტავრაცია ასევე ჩაუტარდება თეატრის ჭაღს, შიდა ინვენტარს. შემოქმედებითი დასისთვის და ადმინისტრაციის წევრებისთვის ოთახები მოეწყობა. შეიცვლება გათბობა-ვენტილაციის სისტემა. დამონტაჟდება ახალი განათებისა და გახმოვანების აპარატურა. პროექტის თანახმად, პირველ სართულზე თეატრის მუზეუმი განთავსდება. ფოიეში კი ლიტერატურული კაფე გაიხსნება.


თეატრისთვის სიახლეს წარმოადგენს სამი სასტუმრო ნომრის მოწყობა, რომლითაც მოწვეული რეჟისორები, მხატვრები, მსახიობები ისარგებლებენ.  მნიშვნელოვანია შენობაში დამატებით მცირე სცენის მოწყობა. რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ თეატრს სამი სცენა ექნება. დამონტაჟდება სინქრონული თარგმანის აპარატი, რაც ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრს საშუალებას მისცემს, საერთაშორისო ფესტივალებს უმასპინძლოს.


თეატრის რეაბილიტაცია  2015 წლის მარტის ბოლოს დაიწყო და  2017 წლისათვის დასრულდება. თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდი „ქართუს" ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner