უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე facebook-ზე „ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატზე ახმედ იმამყულიევზე წერს:
„მარნეულში ,,ნაცმოძრაობის'' მაჟორიტარობის კანდიდატი ახმედ იმამყულიევი რატომ აკეთებს კომენტარებს მედიით და რატომ არ არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული, იმის გამო, რაც მან და მისმა ბანდამ არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე. ნამდვილი ბართლომეს ღამე მოაწყვეს. დაარბიეს რა საარჩევნო უბანი და ფიზიკურად გაუსწორდნენ პოლიციას და ამომრჩევლებს", - წერს მჟავანაძე.