logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: სააკაშვილს ბოკერია დაახლოებით ისე მოექცა, როგორც წლების წინ სააკაშვილი მოექცა შევარდნაძეს
- +

10 ოქტომბერი. 2016. 22:35


 


„ქართუ ჯგუფის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური facebook-ზე „ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილების შესახებ წერს:


სააკაშვილის ბედის ირონია

 

ნაციონალური მოძრაობა" გარდაუვალი გახლეჩვის პირას დგას. ერთ მხარეს რჩება "სააკაშვილის ფრაქცია", რომელიც პარლამენტში შესვლას არ აპირებს და მეორე მხარეს "ბოკერიას ფრაქცია", რომელიც არ ამბობს უარს პარლამენტზე. ამ ფრაქციების დაპირისპირება უკვე გადასულია ასევე ორად გაყოფილ ელექტორატზე, რომლის ნაწილი ითხოვს შესვლას, ნაწილი კი გარეთ დარჩენას. ორივე მხარეს თავისი არგუმენტები აქვს ერთმანეთის წინააღმდეგ, შესაბამისად ეს თემა მარტივად ვერ გადაწყდება, თუ არ ჩავთვლით მარტივად გამოყოფის ვარიანტს. როგორც არ უნდა იყოს, ბედის ირონიით სააკაშვილს ბოკერია დაახლოებით ისე მოექცა, როგორც წლების წინ სააკაშვილი მოექცა შევარდნაძეს _ ჯანყი მოუწყო პარტიაში (სმკ) რეფორმატორულ ფრთად მოინათლა და ბოლოს ღიადაც დაუპირისპირდა... ამ დროს შევარდნაძე ცალი თვალის მოჭუტვით ჩაიხითხითებდა", - წერს უძილაური.


რაც შეეხება ამომრჩეველს, მოსახლეობის რა სეგმენტმა დაუჭირა მხარი „ნაცმოძრაობას", უძილაური წერს:


რა ანალიზი უნდა მაგას? ხალხი ჭრელია. მაინცდამაინს სტოლკჰოლმის სინდრომის ბრალი არაა. ბევრმა ფაქტორმა იმუშავა. იყო ხალხი მიშას დროს რომ კარგად გრძნობდნენ თავს და სურთ იგივეს გამეორება. არის ის სეგმენტიც, რომელსაც მართალია პირდაპირ არ უხეირია, მაგრამ მოსწონდა მიშას სტილი _ ართმევდა მდიდრებს და აშენებდა გზებს. მერე რა რომ უკანონოდ, მთავარია აშენებდა. არის სეგმენტი, რომელიც მიშას სისტემის ნაწილი იყო და დაინდო კოჰაბიტაციამ. მას მიშა უნდა რომ მშვიდად იყოს და რამდენიმე წლის შემდეგ პასუხი არ აგებინონ. არისეგმენტი, რომელსაც მოსწონს ხელისუფლებისგან ძალადობა ოღონდ მას არ შეეხოს, უფრო პატარა სეგმენტია შუაშისტების და მონაცო ენჯეოშნიკების, ასევე კარგად რომ იყვნენ... მოკლედ, ეგ ელექტორატი  ძირითადში მერკანტილურად თვლიდა წარსულის დაბრუნებაზე და რევანშზე. ისეთი სიტყვები როგორიცაა ადამიანის უფლებები და დემოკრატია მათთვის არაფერია იმ მომენტამდე, სანამ პრობლემა მათ არ შეეხებათ...აბა როგორ დავანებო თავი ნაცებს, როცა თქვენი კითხვაც ნაცებს ეხება და პასუხიც შესაბამისად , არ დავანებებ .

 

ხო და კიდევ ერთი, მე არ ვარ დარწმუნებული, რომ მართლა ამდენი აიღეს ხმა. ცოტა "ტეხავს" ამის თქმა, მაგრამ ეჭვი მაქვს, რომ ნაცებმა ადგილებზე ოპოზიციაში ყოფნის პირობებშიც მოახერხეს კარუსელები", - წერს უძილაური.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner