logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს!
- +

16 მარტი. 2016. 14:19



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თსუ-ში მიმდინარე მოვლენებზე კომენტარი გააკეთა. როგორც კვირიკაშვილმა ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრის გათვალისწინება მომავალი რეფორმისთვის.

 

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტუდენტების აზრი. მათი აზრი აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული იმ რეფორმებში, რომელიც არის შემადგენელი ნაწილი ჩვენი მთავრობის ახალი ოთხპუნქტიანი გეგმისა. როგორც უნივერსიტეტი, ასევე საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს და რა თქმა უნდა, ვიზიარებ ერთი მხრივ სტუდენტების პროტესტს ამის თაობაზე, მაგრამ მეორე მხრივ, არ შეიძლება სიტუაციის ესკალაციით და ასეთ დაძაბულ რეჟიმში რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მას შემდეგ, რაც დაწყნარდება სიტუაცია, მინდა ვთხოვო ჩვენს შვილებს, ჩვენს ახალგაზრდებს, რომ გავატაროთ ის ცვლილებები, რომელსაც ისინი ითხოვენ და მე აბსოლუტურად ვიზიარებ მათ სულისკვეთებას. უმაღლესი განათლება საჭიროებს ფუნდამენტურ ცვლილებებს. ჩვენ მზად ვართ, უბრალოდ ამას სჭირდება დრო და ამას ჩვენ გავაკეთებთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner