მწერალი ლაშა ბუღაძე საპარლამენტო არჩევნების შედეგებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ ამომრჩეველმა გადაწყვეტილება ირაციონალურად და შიშის ფაქტორის გამო მიიღო. როგორც ბუღაძემ გადაცემაში "სხვა შუადღე" განაცხადა, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საფრთხობელას ფუნქცია შეასრულა, რადგან მისი განმარტებით, იმ ადამიანებმა, რომლებიც ხმის მიცემაზე ჭოჭმანობდნენ, სააკაშვილის დაბრუნების შიშით არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს.
„აბსოლუტურად ირაციონალურად, არარაციონალურად არის უმეტესწილად ხმა მიცემული იმიტომ, რომ ამ არჩევნებში გადაწყვეტილებების ძალიან დიდი წილი შიშის ფაქტორის გამო იყო მიღებული.შიში სადაც არის, ეს ირაციონალური ფაქტორია. რასაკვირველია, მხოლოდ ირაციონალური ფაქტორი არ იყო ამ არჩევნების გამსაზღვრავი, მაგრამ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი რამ იყო.
ფაქტია, მიხეილ სააკშვილის ფენომენი კრავს "ნაციონალური მოძრაობის" ფანატიკურ მხარდამჭერს, მარამ მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ დაეფრთხო ისეთი ტიპის ამომრჩეველი, რომელიც "ქართული ოცნებისთვის" ხმის მიცემას არ აპირებდა, მაგრამ შეაშინა ხალხი, ამათ იფიქრეს, რომ სააკაშვილი ბრუნდება ირაკლი ჩარკვიანის სიმღერით გადმოცურავს ზღვასო. 4 წელია გასული, ნახევარი საუკუნე კი არა, ამ ოთხი წლისწინანდელი ტრავმები და შიში ისევ ცოცხალია. ანუ, სააკაშვილმა საფრთხობელას ფუნქცია შეასრულა არა "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებისთვის, არამედ იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ჭოჭმანებდნენ და "ქართული ოცნება" არ მოსწონდათ ,-განაცხადა ბუღაძემ.