„თავისუფალი დემოკრატები" კიდევ რამდენიმე წევრმა დატოვა.
პარტიის ერთ-ერთი წევრის ვახტანგ მაჭავარიანის განცხადებით, პარტია დატოვეს გია ცაგარეიშვილმა, ვიქტორ დოლიძემ, ზურაბ აბაშიძემ და ირაკლი ჩიქოვანმა.
„ეს ინფორმაცია სიმართლეს შეესაბამება. მე პირადად მათთან არ მისაუბრია, თუმცა როგორც ჩემთვის ცნობილია, მათ პარტია დატოვეს. პარტიაში რჩებიან ნინო გოგუაძე და შალვა შავგულიძე", - განაცხადა ვახტანგ მაჭავარიანმა „მაესტროს" ეთერში.
დღეს განცხადება პარტიიდან წასვლის შესახებ პირველმა ალექსი პეტრიაშვილმა გააკეთა, შემდეგ კი, პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წავიდა.