„ნაციონალურ მოძრაობის" იდეური გამაერთიანებელი წინამძრვარი ოდესის გუბერნატორია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ დაუშვებს იმის გააზრებას, თუ რა საფრთხეებს უქმნის სახელმწიფოს თავისი განცხადებებით და სურვილებით", - ამის შესახებ ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემა 2030-ში სტუმრობისას განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა" ფსევდოპროდასავლური ძალაა, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს საკუთარ პოლიტიკურ ნებას უქვემდებარებს.
„სააკაშვილს ამომრჩევლების მიმართ არაგულწრფელი, უსინდისო დამოკიდებულება აქვს. მას სულ არ აინტერესებს, ამომრჩეველს რა მისწრაფებები აქვს და „ნაციონალურ მოძრაობას" ხმა ვინ მისცა. „ნაციონალურ მოძრაობა" ვერ შეძლებს ჯანსაღ ოპონირებას, რადგან როცა არათუ ჩამორჩენა, არამედ დესტრუქციაც გაქვს, რასაკვირველია, ეს ძნელია და ქვეყნის მოყვარული ვერ დაგერქმევა. ამაზე ლაპარაკიც ზედმეტია, როდესაც იმ გეგმების შესახებ ვისმენთ, რასაც სააკაშვილი ატარებდა და, რასაც მისი თანაპარტიელებიც იზიარებდნენ. არ შეიძლება, პროდასავლურად იქნას მოაზრებული ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც ადამიანს აწამებს, ღირსებას ულახავს და ადამიანების სიცოცხლეს საკუთარ პოლიტიკურ ნებას უქვემდებარებს", - განაცხადა ვოლსკიმ.