logo_geo
eng_logo
გიორგი უძილაური: ილუზიას, რომ დასავლეთი „ნაციონალებს“ კვლავ განიხილავს ხელისუფლების ალტერნატივად, წერტილი დაესვა!
- +

11 ოქტომბერი. 2016. 01:07


 


შევლენ თუა არა ნაციონალები პარლამენტში, არაფერს წყვეტს. ისევე როგორც არაფერს ნიშნავს არც მათი ნაწილის ბაქიაობა _ რევოლუციას მოვაწყობთო", - ამის შესახებ „ქართუ ჯგუფის" პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი უძილაური facebook-ზე წერს.


აქ, საქართველოში ნაციონალების ბედი ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა არჩევნებით, დასავლეთში კი საერთაშორისო ორგანიზაციებმა ამ არჩევნების ლეგიტიმურობის აღიარებით.

 

ყველაზე კარგად თავად ნაციონალებმა და სააკაშვილმა იციან, რას ნიშნავს იმ ორგანიზაციების ვერდიქტი. ნიშნავს ერთს _ ნაციონალური მოძრაობის ილუზიებს, რომ დასავლეთი მათ კვლავ განიხილავს არსებული ხელისუფლების ალტერნატივად, წერტილი დაესვა. არ არსებობს არანაირი გეგმა მიშას უკან დასაბრუნებლად და ამას თავად მიშაც აღიარებს, რჩება უკრაინაში.

 

დასავლეთიც, აღმოსავლეთიც, ჩრდილოეთიც და სამხრეთიც აღიარებს არსებულ ხელისუფლებასაც, ჩატარებულ არჩევნებსაც და დემოკრატიის ხარისხსაც. მორჩა, ილუზიები დასრულდა", - განაცხადა უძილაურმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner