logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: ვიქტორ დოლიძე არის ადამიანი, რომელიც პოლიტიკური ოპონირების მიუხედავად სახელმწიფოებრივად აზროვნებს
- +

11 ოქტომბერი. 2016. 01:08


 



ჩუღურეთის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ვოლსკიმ ვიქტორ დოლიძის მიერ მინისტრის პოსტის შესაძლო დაკავებასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.


არსებობენ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკური ოპონირების მიუხედავად სახელმწიფოებრივად აზროვნებენ. მაშინ, როცა პირველ ნაბიჯებს ერთად ვდგამდით და მაშინაც, როცა ოპონირების რეჟიმში ვიყავით, სხვადასხვა საერთაშორისო სტრუქტურებში მუშაობისას ვიქტორ დოლიძის საქმიანობა სახელმწიფო ინტერესებისკენ მომართული იყო და მას არცერთხელ არ დაუშვია ის, რომ თავისი პოლიტიკური ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე სხვანაირად ემოქმედა. ვიქტორ დოლიძის მინისტრობის თემა საიდან წამოვიდა, მე არ ვიცი. როცა საუბარი დაიწყო ჯანსაღ ოპონირებაზე, სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე და ჯანსაღი ოპონენტის მაგალითად ვიქტორ დოლიძე მოვიყვანეთ, ეს სულ სხვანაირად იქნა გადათარგმნილი და პოზიტიური შეფასებები მისი შესაძლო გამინისტრების თემით გადაიფარა", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner