logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: უგულავას „მაღლივის“ შენობის დამსუფთავებლად 4 მომღერალი ჰყავდა გაფორმებული
- +

17 თებერვალი. 2016. 16:43


4 მომღერალი ჰყავდათ „მაღლივის" შენობის დამსუფთავებლად გაფორმებული", - ამის შესახებ ისტორიკოსმა გიორგი ოთხმეზურმა გიგი უგულავამ პატიმრობაზე საუბრისას განაცხადა და აქვე დასძინა, რომ უგულავა პოლიტპატიმარი არ არის. ამის შესახებ ოთხმეზურმა „TV პირველის" ეთერში განაცხადა.


„ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ გიგი უგულავა არის პოლიტპატიმარი. ეს არის მტკნარი სიცრუე და ასე უტიფრად განცხადებების კეთება არ შეიძლება. ძალიან ბევრმა ადამიანმა თქვა უგულავას პროცესზე, რომ ხელფასს ისე იღებდნენ, რომ მერიაში მისულებიც არ ყოფილან და მხოლოდ პარტიულ საქმეს აკეთებდნენ. ამაზე თვალსაჩინო ფაქტი ხომ არ არსებობს, რომ 4 მომღერალი ჰყავდათ „მაღლივის" შენობის დამსუფთავებლად გაფორმებული. რომელი შენობა დაალაგეს იმათ? ფულს უხდიდნენ იმიტომ, რომ მათ კონცერტებზე ემღერათ", - განაცხადა ოთხმეზურმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner