ხმაური პარლამენტში - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრი დეპუტატები - ომარ ნიშნიანიძე და კარლო კოპალიანი მიხეილ მაჭავარიანს დაუპირისპირდნენ.
ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაზრდილი სიტყვიერი შელაპარაკება კოლეგებმა და მანდატურებმა განმუხტეს.
კარლო კოპალიანმა მიხეილ მაჭავარიანის მისამართით პერსონალური მიკროფონი ისროლა.
ომარ ნიშნიანიძის გაღიზიანება კი გიორგი ბარამიძის გამოსვლას მოჰყვა, სადაც ბარამიძემ ფარულ ჩანაწერებზე გააკეთა განცხადება.
ამ დროისთვის სიტუაცია დამშვიდებულია.