ჟურნალისტი დარეჯან მეფარიშვილი facebook-ზე წერს:
„მიუხედავად იმისა, რომ ირმა ინაშვილი ჩემი მეგობარი არაა, მიუხედავად იმისა, როცა პარტია შექმნა ინაშვილმა, ჩემი უარყოფითი პოზიცია არ დავმალე, გული მერევა იმ ე.წ. კამპანიაზე, რასაც ჟურნალისტები აკეთებთ!!!
ნაციონალური ჯიბიდან ამოვარდნილი ე.წ. ჟურნალისტები, ოცნების ჯიბეში ჩამძვრალი ე.წ. ჟურნალისტები, არიან თქვენი კოლეგები და ამიტომ ვერაფერს დაწერთ მათზე (რაოდენ დიდი დანაშაულიც არ უნდა ჩაიდინონ), ვერაფერს იტყვით და აფხაზეთის ომის მონაწილე ირმა ინაშვილი არაა ჟურნალისტი და თქვენი კოლეგა?
რა გააწყალეთ გული, რეებსაა, რომ კადრულობთ! მკვლელი ნაციონალების (ადრე რომ მოქკავშირელები იყვნენ) პარლამენტში შესვლა დემოკრატიაა და ინაშვილის დეპუტატობა ქვეყნის დასასრული?!
აქვს ყველაფერს დასასრული და დაასრულეთ, გეყოთ!
პ.ს. და ვინმემ არ გაბედოთ აქ რამე დაწეროთ თქვენი ბინძური ტვინის ნაჟური... გასაგებია?
კი, ბატონო, რაც უნდა გაიხსენონ, მაგრამ ცინიზმი? და ისიც შერჩევით? არ ვიცნობდე მაინც ყველა ამ ცინიკოსს...", - წერს მეფარიშვილი.