logo_geo
eng_logo
გრიგორი კარასინი საქართველოზე: ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი!
- +

16 მარტი. 2016. 14:32



რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგორი კარასინი საქართველოს შესახებ განცხადებებს აკეთებს. როგორც კარასინმა პრაღაში ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა:


მთავარი საფრთხე საქართველოში საპარლამენტო არჩევნების მოახლოება და პროვოკაციული ანტირუსული რიტორიკის გაზრდაა, რომელიც ისმის საერთაშორისო არენაზე, ისმის საზოგადო მოღვაწეთა მხრიდანაც. ყველაზე საწყენი კი ის არის, რომ ეს ისმის ოფიციალური წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, მინისტრების და პრეზიდენტის მხრიდანაც კი.

 

ჩვენ ამას ვაქცევთ ყურადღებას, ვცდილობთ, ყველაფერს არ ვუპასუხოთ, მაგრამ ჩვენთვის დასკვნებს ვაკეთებთ და აი, ახლა სწორედ ის წყალგამყოფია, რომელიც ჩვენ უნდა გავიაროთ. ჩვენ ან ვუბრუნდებთ კონფრონტაციას, იმ სიუჟეტების ძიებაში, რომელსაც შეუძლია,ჩვენ კვლავ წაგვაკამათოს, ან დავალაგებთ ნორმალურ, პატივსაცემ ურთიერთობებს და ამ კონტექსტში გადავჭრით ჩვენს ორმხრივ ამოცანებს.

 

ყველა პოლიტიკოს უნდა, გაამძაფროს თავისი პოზიცია, რათა აჩვენონ, რომ ყველაზე მეტი პატრიოტები, მკაცრები და შეურიგებლები არიან ე.წ. რუსული ექსპანსიის და მუქარის წინააღმდეგ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ისიც კი თქვა, რომ ცივილიზებული სამყარო უნდა გაერთიანდეს რუსული აგრესიის წინააღმდეგ. წესიერ საზოგადოებაში, როგორც წესი, ასეთ განცხადებებს არ პატიობენ. ჩვენ ჯერ თავს ვიკავებთ, მაგრამ ვშიშობ, რომ ჩვენს მოთმინებასაც აქვს საზღვარი", - აღნიშნავს კარასინი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner