logo_geo
eng_logo
კახა ლომაია მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება
- +

11 ოქტომბერი. 2016. 03:49


 


განათლების ყოფილი მინისტრი, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი კახა ლომაია პარტიის პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას არ ეთანხმება.


რა კარგად მახსოვს, ჭანტურია და წერეთელი რომ აცხადებდნენ, უზენაესი საბჭოს არჩერვნებში მონაწილეობა კრემლის სცენარიაო, ბალტიაც ამ სცენარით მიდისო. "აირჩიეს" კონგრესი, რომელიც სამკვდრო-სასიცოცხლოდ დაუპირისპირდა უზენაეს საბჭოს (პარლამენტს). მომხრეები სხვადასხვა სიგარეტსაც კი ეწეოდნენ, "კონგრესს" და "პარლამენტს". რითი დამთავრდა ეს ამბავი, ეგეც კარგად მახსოვს, ჩვენთვის და ბალტიელებისთვის. ბრაზი, თუნდაც სრულიად სამართლიანი, ცუდი მრჩეველია. პარლამენტში შესვლა, ნახევარი მილიონი ქართველის მიერ მინიჭებული მანდატის განხორციელებაა, და არა ოლიგარქის მაქინაციების "გაპრავება". ღრმა პატივისცემით, ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც საწინააღმდეგო აზრისაა, ენმ არა მხოლოდ უნდა შევიდეს პარლამენტში, ის იქ ქართული დემოკრატიის გადარჩენის ერთადერთ გარანტად უნდა გადაიქცეს. ქუჩა თუ გახდა საჭირო, სად გაიქცევა?", - წერს ლომაია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner