logo_geo
eng_logo
საუბედუროდ, ნიკანორ მელიას უზრდელობა ყველამ შეირგო!
- +

11 ოქტომბერი. 2016. 04:24




ორმაგი სტანდარტებითაა გაჯერებული პოლიტიკური და არასამთავრობო სექტორი, მედია და ზოგადად - საზოგადოება. რამდენმა ნახა კადრები - როგორ შეურაცხყოფდა „ნაციონალური  მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკანორ მელია ჟურნალისტებს და როგორ უემოციოდ  და ურექციოდ ჩაიარა ამ ამბავმა... საუბედუროდ(!) შეირგო  ყველა მხარემ!


მოკლედ, ორი დღის წინ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, „ნაციონალური მოძრაობის" გამაფრთხილებელ აქციაზე, ნიკა მელიამ, ტელეკომპანიებს - "GDS"-ს, "იმედს", "მაესტროს" და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბოიკოტი გამოუცხადა!


„იმის გამო, რაც თქვენ დღეს იკადრეთ, თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ. თავს ვიკავებდი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. კმარა, თქვენ ხართ ივანიშვილის ოჯახის ტელევიზია! არცერთ თქვენს კითხვაზე პასუხის გაცემას არ ვაპირებ!" -  იდგა ნიკანორ მელია და ასე ჯირყვნიდა ჟურნალისტებს.


ხო, ჟურნალისტებს ჯირყვნიდა ის ნიკანორ მელია, რომელიც  იმ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერია, რომლის სინდისზეც არის  2007 წლის 7 ნოემბერი და „TV-იმედის" დარბევა.


იმ ნიკანორ მელიაზე გესაუბრებით, რომელიც იმ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი ლიდერია, რომლის სინდისზეც „TV-იბერიის" დარბევა, „TV  202"-ისა და „მზის" მაუწყებლობების შეჩერება და დახურვაა; გესაუბრებით იმ ძალაზე, რომელიც გამომცემლობა „სამშობლოს" დარბევის ორგანიზატორი და არაერთი სხვა მედია-საშუალების განადგურების მებაირახტრეა!


დიახ, ჟურნალისტებს ტუქსავდა ის ნიკანორ მელია, რომელიც იმ პოლიტიკურ ძალას წარმოადგენს, რომლის „მოღვაწეობაშიც", გარდა ტელევიზიებში შევარდნის ეპიზოდებისა, გვხვდება  ჰოლდინგების გაჩერებისა და კონკრეტული ჟურნალისტების დატერორების ფაქტები!


ისიც გემახსოვრებათ, აკაკი ბობოხიძემ ირაკლი იმნაძეს ხელი რომ გაარტყა... არც ის დარჩებოდა თქვენი მეხსიერების მიღმა - 2011 წლის  26 მაისს როგორ გაუსწორდნენ ფიზიკურად ჟურნალისტებს - მათ შორის, ყველაზე სასტიკად, იმ დროს „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს და დღეს უკვე, მედიაჰოლდინგ „რეპორტიორის" გენერალურ დირექტორს გიორგი მამაცაშვილს და ასევე, გაზეთ „ასავალ-დასავალის" ჟურნალისტს ბექა სივსივაძეს.


დიახ, ეს ის ნიკა მელიაა, რომელიც ახლო წარსულში,  "იმედის" ჟურნალისტს, გურამ როგავას, სიტყვიერად იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ჟურნალისტმა  კითხვა დასვა. შეხსენებისთვის: „ნაციონალურმა მოძრაობამ" ბოტანიკურ ბაღში ჟურნალისტებს ის ადგილი დაათვალიერებინა, სადაც მათი ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი ჰესის აშენებას აპირებდა. ჟურნალისტმა მელიას ჰკითხა - დოკუმენტებში ივანიშვილის კვალი იკვეთება თუ არაო და  მელიამ არც აცია, არც აცხელა და - „ამ შეკითხვას მარტო "იმედი" თუ დასვამდა, ლოგიკურად იაზროვნეთ, სხვას ვის უნდა სჭირდებოდეს ჰესიო",- ჩხუბი დაიწყო. ანუ, თუ ჟურნალისტს მელიასთან კითხვა გაუჩნდა და ნათქვამის დოკუმენტურად დასაბუთება სთხოვა  - მიკერძოებული და ცუდი ჟურნალსიტია. თურმე,  ამათ სიტყვაზე უნდა ვენდოთ.


მოკლედ, როცა მთელი „ნაციონალური მოძრაობის" წარსული ჟურნალიტების შეურაცხყოფა და ჩაწიხლვის მცდელობაა, ზუსტაც ვიცი, არც არავის გაუკვირდება ნიკანორ მელიას ასეთი დამოკიდბეულება მედიის წარმომადგენლებისადმი. მათი ჩვევაა ეს - მთავარია, „რუსთავი-2"-ის პატივცემულ ჟურნალისტებს და ბატონ „რუსთავი-2-ს" არ შეეხოს ვინმე, თორემ დანარჩენი რა მოსატანია და რა სალაპარაკო! აბა წარმოიდგინეთ, მსგავსი რამ „ნაციონალური მოძრაობის"  კარის მედიისთვის(!) „რუსთავი 2"-სთვის და მისი ჟურნალისტებისთვის რომ ეკადრებინა ვინმეს, ხომ შეძრავდნენ მსოფლიოს?! ხომ ვიცით, ბატონებო?!


ვიცით, სისხლში აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას" და მის წარმოამდგენლებს მედიის სიძულვილი და ამას ახერხებენ ყველა ფლანგიდან - მთავრობაში იქნებიან, თუ ოპოზიციაში... სადაც არ უნდა იყვნენ, მაინც მოახერხებენ და მიაყენებენ შეურაცხყოფას ჟურნალისტებს  და რაც მთავარია, დაუმსახურებლად, უსამართლოდ და ამ ყველაფერს, ყველა შეირგებს!


ასე არ არის? - ვინმემ გასცა, თუნდაც ზრდილობიანი პასუხი - მელიას უზრდელურ ცინიზმს? არა! არადა, სამწუხაროდ, დუმილი ყოველთვის არ არის ოქრო...


 

P.S.  „ცოდვა" გამხელილი სჯობს... ეს, ის ნიკანორ მელიაა, რომლის მამაც, ანზორ მელია - ცნობილი კარდიოლოგი, დამსახურებული ექიმი და არაერთი ჟურნალისტის ქომაგი და მეგობარია, და რომელსაც ჟურნალისტებთან, არასდროს არაფერი შეშლია!


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner