მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი „პრაიმტაიმთან" იმ პარტიებთან დაკავშირებით საუბრობს, რომლებმაც 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახეს. ნაცვლიშვილის განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არასაპარლამენტო ოპოზიცია გარკვეული შედეგების მიღებას შეეცდება.
„მე ვერ ვხედავ წინაპირობას, რომ ეს პარტიები ქუჩის პარტიებად ჩამოყალიბდნენ. მალე წინ გვაქვს კიდევ ერთი არჩევნები, ვგულისხმობ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცხადია, ისინი შეეცდებიან გარკვეული შედეგების მიღებას. მათ შესაძლებლობა ექნებათ დაშვებული შეცდომების გაანალიზებისა და გამოსწორების",- განაცხადა ნაცვლიშვილმა.